Sunday, April 21, 2013

ჯადვარი


ჯადვარი

Orchis maculata L.

კახ. გულფილტვა, გულფილტვის ბალახი; მთიულ. კაციხელა; რაჭ. ხუთთითა, ცხრათითა.


 Orchis maculata L.
 Orchis maculata L.
 Orchis maculata L.

 Orchis maculata L.


ტუბერაკებიანი, მრავალწლიანი, 20-60 სმ სიმაღლის მცენარე. უკუკვერცხისებრი ან ლანცეტა, 6-15 სმ სიგრძის ფოთლები ზემოდან მოყავისფრო ლაქებიანია, ქვემოდან კი ღია მწვანეყვავის მაის-ივნისში.
მედიცინაში ჯადვარის ახალი ტუბერაკები გამოიყენება. ჯადვარის გამშრალი ძირბოლქვისაგან დამზადებულ პრეპარატებს  იყენებენ როგორც შიგნით მისაღებ შემომგარსველ საშუალებას, უმთავრესად ბავშვების ნაწლავთა კატარის შემთხვევაში და  მოწამვლის დროს.
 ჯადვარის ტუბერაკს იყენებენ, კოლიტის, გასტრიტის და გასტრიტული  წყულოვანი დაავადების დროსაგრეთვე ზედა სასუნთქი გზების კატარის და პირის ღრუს ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში ჯადვარი იხმარება  როგორც ენერგიის აღმდგენად.
სვამენ ნახარშს კუჭაშლილობის, მსხვილი ნაწლავის კოლიტის და საშარდე ბუშტის კატარის სამკურნალოდ.
ჯადვარის წყლიან ნადღვებს წარმატებით იყენებენ ოყნისათვის კუჭაშლილობისდიზენტერიის დროს. ჯადვარი კარგი  საშუალებაა მოხუცების, ტუბერკულოზიანების, მძიმე დაავადებაგადატანილი ადამიანების და ხანგრძლივი სისხლდენით დასუსტებულთა (მათ შორის ბუასილიანთა) მოსამაგრებლად.