Sunday, April 21, 2013

ჯადვარი


ჯადვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანები
ოჯახი: ჯადვარისებრნი
გვარი: ჯადვარი
ლათინური სახელი - Orchis

Orchis purpurea



ჯადვარი, ორქიდეა (ლათ. Orchis) — მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილი აქვთ ვარდისფერი, ლილისფერი, სოსანი, მეწამული ან (იშვიათად) მოყვითალო ყვავილები. ცნობილია 115-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 20-მდე სახეობაა. იზრდება ტყის შუა სარტლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებში, ტყის პირებზე და ბუჩქნარში, მდელოზე, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებზე. ქართული ჯადვარი (Orchis iberica) ვარდისფერყვავილოანია, კავკასიური ჯადვარი (Orchis caucasica) — მუქი მეწამული. Orchis flavescens — მოყვითალო. ზოგი სახეობის ფესვისეულ გამომშრალ ტუბერსსალიხას, მედიცინაში იყენებენ. დეკორატული მცენარეებია.

ლიტერატურა

ივანიშვილი ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, . 11, გვ. 524, თბ., 1987 წელი.